ტუპო: რწმენის გამო ბოდიშს არასდროს მოვიხდი

ავსტრალიურ რაგბში კრიზისი გრძელდება

ცნობილი მორაგბე ისრაელ ფოლაუ სოციალურ ქსელში სექსუალური უმცირესობების მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, მკაცრად დაისაჯა.

 

დისკვალიფიკაციის გამო მორაგბე იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ავსტრალიელ ვარსკვლავს გვერდით თანაგუნდელები დაუდგნენ.

 

„რედსის“ და ავსტრალიის ნაკრების კვაჭი ტანიელა ტუპო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

„სერიოზულად? შეგიძლიათ მეც და დანარჩენი მოთამაშეებიც, რომლებიც წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ვართ, ფოლაუს გზას გაგვიყენოთ, რადგან ჩვენც ქრისტიანები ვართ. ჩემი რწმენის გამო ბოდიშს არასოდეს მოვიხდი. რელიგიას რაგბისთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

 

ტუპო კიდევ ერთი ავსტრალიელი მორაგბის, სამუ კერევის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სააღდგომო მისალოცი პოსტისთვის ბოდიში მოიხადა.

 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს თასზე ჯგუფში "ბორჯღალოსნებთან" ერთად იმყოფება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.