„რამონ დიასი მოკლეს“ - შეგირდი დანებებას არ აპირებს

UFC-ის მებრძოლი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი მწვრთნელის მკვლელი იპოვოს

კაბ სუონსონი UFC-ის მებრძოლია და ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. MMA-ში მას 35 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და გამარჯვება 25-ჯერ მოიპოვა.

 

2018 წელი სუონსონისთვის ურთულესი გამოდგა. მან მიჯრით სამი შერკინება წააგო და დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. 2018 წლის 28 მარტს კაბის პირველი მწვრთნელი, რამონ დიასი თავისივე სახლთან მოკლეს.

 

საღამოს გამართული ვარჯიშის შემდეგ (დიასი ჯიუ-ჯიცუს მწვრთნელი იყო) კიმონოში გამოწყობილი რამონი სახლისკენ გაემართა. 21:30-ზე მისმა მეზობლებმა გასროლის ხმა გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველები ადგილზე 15 წუთში გამოცხადდნენ და იხილეს მამაკაცი, რომელიც ქვაფენილზე იწვა და ტკივილისგან იტანჯებოდა... დიასი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სამწუხაროდ რამონს სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები ჰქონდა მიღებული... მკვლელს არაფერი წაუღია და სამართალდამცველებმა ქურდობის ვერსია თავიდანვე გამორიცხეს...

 

 

დიასი სიცოცხლეს პალმ-სპრინგში გამოასალმეს. ეს ქალაქი კრიმინალის მაღალი დონით არასდროს გამოირჩეოდა. 2018 წელს მკვლელობის სულ რაღაც 4 ფაქტი დაფიქსირდა. დიასის ძმას, ალექსს, წარმოდგენა არ აქვს ასეთი რამ ვის შეეძლო გაეკეთებინა:

 

„რამონს მტრები არ ჰყავდა. სავარჯიშო დარბაზში მან მეგობრული ატმოსფერო შექმნა. მის შეგირდებს იგი ძალიან უყვარდათ. რამონი ცდილობდა ყველას დახმარებოდა. ზოგჯერ რჩევების გარდა მოსწავლეებს ფულსაც აძლევდა.

 

ჩემს ძმას ყველა პატივს სცემდა. ამ სპორტში მან 30 წელი გაატარა და კონფლიქტი არცერთხელ მოსვლია. რამონის შესახებ ყოველ წუთს ვფიქრობ. წარმოდგენა არ მაქვს მოტივი ვის შეიძლება ჰქონოდა... პოლიციამ არაფერი იცის. სამართალდამცველებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. მათ ფოტორობოტის შედგენაც არ შეუძლიათ“.


 

ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართლიანობა აღდგეს“.

 

დიასის გარდაცვალებას სუონსონიც მალევე გამოეხმაურა:

 

„მშვიდად განისვენე! შენ ჩემი პირველი მწვრთნელი იყავი და რომ არა შენი დახმარება ვერაფერს მივაღწევდი. შენ ეს სპორტი შემაყვარე და მასწავლე როგორ მეჩხუბა“.

 

დღეს მე დავკარგე პიროვნება, რომელმაც არა მხოლოდ ჩემი, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამართლიანობა აღდგეს. დიდი მადლობა მწვრთნელო“!


 

დიასის საახლობლომ იმავე საღამოს Gofundme-ს დახმარებით დაკრძალვისთვის საჭირო 17000 დოლარის შეგროვება გადაწყვიტა და მიზანს სულ რაღაც სამ საათში მიაღწია!

 

მოგვიანებით სუონსონმა და მისმა მეგობრებმა სარეკლამო ბილბორდი იქირავეს, რომელზეც რამონის ფოტოსთან ერთად ასეთი წარწერა განათავსეს:

 

„რამონ დიასი მოკლეს! პატივცემულო ეჭვმიტანილებო ჩვენ თქვენ გიპოვით! 10 000 დოლარი ინფორმაციისთვის! ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდით“.

 

სუონსონმა და მისმა მეგობრებმა ბილბორდი 2018 წლის აპრილში დაიქირავეს, თუმცა მას პალმ-სპრინგში დღემდე შეხვდებით. UFC-ის მებრძოლი ბილბორდის სანაცვლოდ ყოველთვიურად 1200 დოლარს იხდის და დანებებას არ აპირებს!




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.