ქეცბაია გაოფიციალურდა

ქართველმა მწვთნელმა კვიპროსული გუნდი ოფიციალურად ჩაიბარა

თემურ ქეცბაია კვიპროსულ ანართოზისში დაბრუნდა. ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსელებთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გააფორმა. ქეცბაია, რომ ყოფილ გუნდს უბრუნდებოდა, ეს დიდი ხანია ვიცოდით, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი გაოფიციალურდა.

 

შეგახსენებთ, რომ 50 წლის სპეციალისტი გუნდში თორნიკე ოქრიაშვილს მიიყვანს. ასევე ცნობილია, რომ ჩვენებურს გიორგი ნავალოვსკიზე და გიორგი ლორიაზეც აქვს თვალი დადგმული.

 

რაც შეეხება ქეცბაიასა და ანართოზისის ურთიერთობას, ქართველი კვიპროსულ გუნდში 1992-94 წლებში თამაშობდა, შემდეგ 2002 წელს დაბრუნდა, 2006-08 წლებში იგი გუნდის თავკაცი გახლდათ და კლუბი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა.

 

შეგახსენებთ, რომ ანართოზისის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი, ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა იცავენ.