გამოვლინდება ფუტსალის ლიგის პირველი ფინალისტი?!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის ნახევარფინალური სერიების მესამე შეხვედრები 10 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გაიმართება.

 

 

გასული მატჩების შემდეგ თსუ-სა და TMC თბილისს შორის მიმდინარე ბრძოლაში ანგარიში გათანაბრდა და გუნდებს თითო მოგება აქვთ. განსხვავებული მოცემულობაა პლეი-ოფის მეორე წყვილში, სადაც თელასმა ქუთაისის მართვეს მეორე დაპირისპირებაშიც სძლია და ახლა ფინალურ ეტაპს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. მთავარი ინტრიგა სწორედ ამაში მდგომარებს - გახდება თუ არა პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილი?!

 

 

თბილისის ოლიმპიური სასახლე 10 მაისს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ს ნახევარფინალებსაც უმასპინძლებს. ჩემპონატში მიმდინარე ეტაპის მეორე, დასკვნითი შეხვედრები გაიმართება. პსპ-ილიაუნი და თსუ 2-კსუ ერთხელ უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და პარაკსევს გადამწყვეტი ბრძოლა შედგება, რის შემდეგაც ფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდება.

 

 

 

 

15:00 საათი / თსუ 2 vs კსუ / ფუტსალის ლიგა 2

 

 

პირველი ნახევარფინალი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. „საუნივერსიტეტო დერბიში“ თსუ 2-მა გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთებზე გატანლი გოლებით შეძლო (2:0). პარასკევს თუკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეტოქეს ვერ დაამარცხებს ისინი ჩემპიონატს გამოეთიშებიან - ანალოგიურად მოხდება ფრეს შემთხვევაშიც.  კსუ-მ მხოლოდ მოგებისთვს უნდა ითამაშოს, რათა პენალტების სერია დაინიშნოს და ამგვარად გამოვლინდეს პირველი ფინალსტი. აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონიდან მოყოლებული თსუ 2-მა მეტოქე ყველა შეხვედრაში დაამარცხა.

 

 

19:00 საათი / ილიაუნი vs პსპ / ფუტსალის ლიგა 2

 

 

სადებიუტო ლიგის მეორე წყვილის შეხვედრები ყოველთვის სანახაობრიობით გამოირჩევა. წრიულ ეტაპზე ილიაუნის „ფარმაცევტებთან“ ერთი ფრე და ერთი მოგება აქვს, თუმცა პირველ ნახევარფინალში მინიმალური სხვაობით 3:2 დამარცხდა. „უნივერსიტეტელები“ კსუ-ს მსგავს ვითარებაში არიან და გამარჯვების შემთხვევაში ფინალისტის ვინაობა „საფეხბურთო ლატარეაში“ გაირკვევა. პსპ-სთვის აღნიშნულ მატჩში ფრეც მისაღები შედეგია.

 

 

 

17:00 საათი / თელასი vs მართვე (ქუთაისი) / ფუტსალის ლიგა

 

 

„ქუთათურებმა“ მშობლიურ მხარეში გამართულ მეორე დაპირისპირებაში თელასს  საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა, თუმცა მასპინძლები საბოლოოდ ორბურთიანი სხვაობით 3-5 დამარცხდნენ. ამ შედეგით თელასმა ტიტულისთვის საბრძოლველად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - 10 მაისს გამარჯვების შემთხვევაში „ენერგეტიკოსები“ ფინალის საგზურს მოიპოვებენ. მაშასადამე, მართვეს ძალების მობილიზება და კონცენტრაცია მართებს, რათა მათი ნახევარფინალური ასპარეზობა მინიმალურ დროში არ დასრულდეს.

 

 

 

21:00 საათი / TMC თბილისი vs თსუ / ფუტსალის ლიგა

 

 

წყვილში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. TMC თბილისმა „უნივერსიტეტელებს“ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა. საინტერესოა, ორი მატჩს განსხვავებული სცენარის შემდეგ რა მოხდება მესამე დაპირისპირებაში და დასკვნითი ეტაპისთვის ბრძოლაში რომელი გუნდი დაწინაურდება.

 

 

ორივე ლიგის ნახევარფინალური მატჩების პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს sbm.ge-ზე შეეძლება.  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!