ემერიმ წამსვლელები დაასახელა

დიდი წმენდა არსენალში

რამდენჯერმე დაიწერა, რომ არსენალში ზაფხულისთვის დიდი წმენდა იგეგმება. Goal.com-ის ინფორმაციით ჰენრიკ მხითარიანი და მესუთ იოზილი გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატები არიან. მეთოფეთა მესვეურები მათი გარჯით უკმაყოფილონი არიან და გარდა ამისა, ნახევარმცველები ძალიან მაღალ ხელფასს იღებენ.

 

იოზილის წასვლაზე საუბრები წინა წლის ზამთრიდანაა. ფაქტია გერმანელი კვლავ არსენალშია. მის სახელს ბარსელონასა და მანჩესტერს უკავშირებდნენ. რაც შეეხება მხითარიანს. იგი 2018 წლის დასაწყისში დაიმატეს, თუმცა აშკარაა, რომ იმედებს ვერ ამართლებს.

 

არსენალს ამ მომენტისთვის 67 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, ევროპის ლიგის საპასუხო1/2 ფინალში კი ვალენსიას დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ პირველი მატჩი მეთოფეთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.