ესპანეთის ელჩი: ჩისკოც ელჩია

თბილისის დინამოს საწვრთნელ ბაზას ესტუმრა ხუან გონსალეს ბარბა, რომელიც ესპანეთის ელჩია საქართველოსა და თურქეთში. ასევე, ესპანეთის რწმუნებული საქართველოში ფრანსისკო კაპოტე.

დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ჩისკომ და ფიზმომზადების მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ელჩს დინამოს მაისურა გადასცეს. ამ ვიზიტის შესახებ ესპანურ პრესაშიც დაიწერა.

 

"15 წლისა ვიყავი, როცა დინამომ თასების თასი მოიგო. იქიდან მოყოლებული, ქართული ფეხბურთის შესახებ ვიცი. ჩისკო საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა (სამწელიწადნახევარი, 2011-2014), ჩემპიონიც გახდა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც. ამიტომაც, ჩისკოც თავისებურად ელჩია ესპანეთიდან" - განაცხადა ხუან გონსალეს ბარბამ.

 

ელჩმა დაამატა, რომ ესპანელი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დინამოში გადმოსვლა ორ ქვეყანას შორის საქმიან კავშირს უფრო გააღრმავებს. 

 

"ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. და კიდევ, დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის დინამო წლეულს ჩემპიონი გახდება".