ლეგანესში პელეგრინო გრძელდება 

ლეგანესმა მწვრთნელი შეინარჩუნა

 

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მაურისიო პელეგრინომ ლეგანესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

 

არგენტინელი კლუბში კიდევ ორ წელიწადს გაატარებს, ამჟამინდელი კონტრაქტი მას სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა.

 

47 წლის სპეციალისტი ლეგანესში შარშან ზაფხულში მივიდა და გუნდს ლა ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. ის კი არა, ლეგანესმა პელეგრინოს თაოსნობით, ქულების, გატანილი გოლების რაოდენობითა და დაკავებული პოზიციით პირად ისტორიაში ლა ლიგაში უმაღლესი შედეგი აჩვენა.

 

პელეგრინოს თავკაცობით ლეგანესმა 40 მატჩი ჩაატარა, 13 მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა.

 

სხვადასხვა დროს, პელეგრინო ალავესში, ინტერში, ვალენსიასა და საუთჰემპტონში მუშაობდა.