ზაზა ფინალში დაწინაურდა

20-წლამდელთა ბ ლიგის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ზაზამ "აკადემიას" 85:64 მოუგო და სერიაში დაწინაურდა. ზაზა უკეთესია თითქმის ყევლა სტატისტიკური მაჩვენებლით და ზაზამ დამსახურებულად მოიგო.

 

 ირაკლი მაისურაძე (ზაზა, მთავარი მწვრთნელი):

 

"საბოლოო ანგარიში არ ასახავს, თუ რამდენად დაძაბული და ეპიზოდებში, საინტერესო იყო შეხვედრა. კი, მთელი თამაშის განმავლობაში წინ ვიყავით, მაგრამ მოწინააღმდეგემ პრობლემები შეგვიქმნა. ზოგადად, არ მიყვარს კონკრეტულად ვინმეს გამოყოფა, მაგრამ მაინც გამოვარჩევდი ანზორ ნადირაძის და ირაკლი კილაძის კარგ თამაშს. იმედი მაქვს, ხვალინდელ შეხვედრსასაც მოვიგებთ."