ხამესი ინგლისშიც მოუნდათ

კოლუმბიელი ფეხბურთელით ინგლისური გრანდი დაინტერესდა. საინტერესოა რა გადაწყეტილებას მიიღებს, თავად როდრიგესი. 

ბოლო დროს ხამეს როდრიგესის თავს, დიდი ამბებია ატეხილი. კოლუმბიელს ბაიერნთან იჯარის ვადა მაისში ეწურება. მცირე სათამაშო დროის გამო, მას ბუნდესლიგის დატოვება და რეალში დაბრუნება სურს.

 

ახლახანს გავრცელდა ცნობა, რის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კოლუმბიელმა თავი შესაძლოა პრემიერლიგაში ამოყოს. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ამერიკელის გადაბირება, ლონდონის არსენალს სურს. მეთოფეთა მესვეურები ხამესის შეძენას იანვარში შეეცდებიან. Don Balon-ის ცნობით, ლონდონელები მზად არიან ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

 

შეგახსენებთ, რომ როდრიგესის სატრანსფერო უფლებები რეალს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე ინგლისელებმა მოლაპარაკებები სამეფო გუნდთან უნდა გამართონ.

 

მიმდინარე სეზონში ხამესმა რეკორდმაისტერთა რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ უნაი ემერის გუნდის გარდა, 27 წლის ფეხბურთელის დამატება მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.