მაესტროს 1200

როჯერ ფედერერის კიდევ ერთი მიღწევა

როჯერ ფედერერი მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალშია. განა ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს, შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე ხომ უკვე 101 მოგებული ტიტულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფედერერი გრუნტის საფარზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა.

 

როჯერ ფედერერმა 3 წლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის მასტერსზე ჩასვლა გადაწყვიტა და საუკეთესო რვაშიც დამსახურებულად გავიდა. როჯერმა, გაელ მონფისს დაძაბულ 3 სეტიან  თრილერში აჯობა და მეოთხედფინალში დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება სხვა ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ. 

 

გაელ მონფისთან გამარჯვება ფედერერისთვის კარიერაში საიუბილეო - 1200-ე იყო და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. ჩოგბურთის ისტორიაში კი ყველაზე მეტი მოგება ჯიმი კონორსის ანგარიშზეა. ამერიკელმა მეჩოგნემ კორტი გამარჯვებულმა 1256-ჯერ დატოვა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მესამე ადგილზე 929 მოგებით რაფაელ ნადალია.

 

სტატისტიკისთვის ისიც ვთქვათ, რომ როჯერ ფედერერს 70 ფინალი ჰარდის საფარზე, 18 ბალახზე, ხოლო 11 გრუნტზე აქვს მოგებული.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.