ბურთი თავში... [ვიდეო]

ინციდენტი პირდაპირ ეთერში

ესპანელებისთვის, ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური დაპირისპირება, რომელშიც ვალენსია არსენალს მასპინძლობდა, მის დაწყებამდევე უიღბლო გამოდგა. ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი გოგო, მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე პირდაპირ ეთერში ჩართვას ანხორციელებდა რა დროსაც ინციდენტი შეემთხვა.

 

ჟურნალისტს თავში ბურთი მოხვდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონა ეკრანიდან გაქრა. ეს ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც გუნდები მოედანზე მოთელვას გადიოდნენ.

 

 

ლონდონის მსგავსად, ევროპა ლიგის საპასუხო მატჩშიც არსენალმა ვალენსია ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. უნაი ემერის გაწრთვნილებმა ესპანურ გუნდს 4:2 მოუგეს და 29 მაისს, ბაქოში, ფინალში ჩელსის დაუპირისპირდებიან.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.