მესი დუნდულებზე დაიხატა...

არგენტინაში ვერ შეწვდა, ბარსელონაში ეძებს

Miss Bum Bum-ის ოდინდელმა გამარჯვებულმა, ბრაზილიელმა სიუზი კორტესმა, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე მესის გვარსახელი ამოიტვიფრა და ამით მსოფლიოს ამცნო -  ლეო წლეულს ისტორიულ მეექვსე ოქროს ბურთს მოიგებსო.

 

Miss Bum Bum ყოველწლიური სილამაზის კონკურსია ბრაზილიაში. გამარჯვებული ხდება ის გოგონა, რომელსაც ყველაზე მაცდური დუნდულები აქვს. ჰოდა, სიუზიც ამ  სანახაობის მსუყე ვარსკვლავი, ასევე ჟურნალ ფლეიბოის ფავორიტი და რიოს ოლიმპიადის მუზა ყოფილა. 

 

 

28 წლის სიუზი მესიზე კარგა ხანია შეყვარებულია და სხვადასხვა ხერხებით ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას. ორჯერ, მაგალითად, მთლად გაშიშვლდა, მთელ ტანზე ჯერ ბარსელონას, შემდეგ კი არგენტინის ნაკრების ფერები დაიხატა და ასე დატანტალებდა ხალხში.

მედიამ ის ამბავიც გახეთქა, რომ სიუზის თავის დროზე, ლეოს ტელეფონი და სოციალური ქსელები სასიყვარულო გზავნილებით აუკლია. ეს ყოველივე ფეხბურთის მთავარვარსკვლავის მეუღლეს, ანტონელას შეუტყვია და მყის დაუბლოკია.

მაგრამ სიუზის რა დააოკებს...