კვარაცხელიას სადებიუტო რუბინთან (VIDEO)

ქართველმა ტალანტმა რუსეთის პრემიერლიგაში გაიტანა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა მოსკოვის ლოკომოტივმა ყაზანის რუბინს უმასპინძლა და 4:0 მოუგო.

მასპინძელთა შემადგენლობაში ტრადიციულად სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 78-ე წუთზე გამოვიდა და რუსული კლუბის მაისურით ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა. 18 წლის ტალანტმა 87-ე  წუთზე, ბურთი ანტონ მირანჩუკისგან მიიღო და საჯარიმოს ხაზიდან მეკარეს ფეხებს შორის გაუტარა.

 


ამ გამარჯვებით, ლოკომოტივმა 52 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. შემდეგ მატჩს ქართველების გუნდი რუსეთის თასის ეგიდით, როსტოვის წინააღმდეგ ჩაატარებს - პირველი შეხვედრა ფრედ (2:2) დასრულდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.