პუტინის დაცემა [ვიდეო]

რუსეთის პრეზიდენტი ტრავმას გადაურჩა

ვლადიმერ პუტინი რომ ძიუდოს მოყვარულია და კარგადაც ჭიდაობს არახალი ამბავია, მაგრამ თურმე მას ჰოკეის თამაშიც კარგად ცოდნია. ყოველშემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 8 შაიბის გატანა კი მოახერხა.

 

მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო. მატჩი კი რა თქმა უნდა საჩვენებელი გახლდათ, რომელშიც „ჰოკეის ლეგენდები“ „ღამის ჰოკეის ლიგის“ გუნდს ეთამაშებოდა.

 

 

მატჩი 14:7 ლეგენდების გუნდმა მოიგო და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პუტინმა შაიბა მეტოქის კარში 8-ჯერ შეაგდო. შემდეგ კი პუტინს კაზუსიც შეემთხვა და წაიქცა, თუმცა მალევე წამოდგა და ხალხთან ხელის ქნევა გააგრძელა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.