რაკიტიჩი იტალიაშიც მოუნდათ

მომავალი სეზონიდან ხორვატი შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ

არახალია, რომ ივან რაკიტიჩი ბარსელონას დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ბლაუგრანას მესვეურები მომავალ სეზონში გუნდში მის ადგილს ვეღარ ხედავენ და მზად არიან ხორვატს შეელიონ.

 

უცხოური პრესის ინფორმაციით, მეოთხე ნომრით ინტერია დაინტერესებული. ნერაძურის მესვეურები მზად არიან 31 წლის ნახევარმცველში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამის შესახებ Dailymail-დან შევიტყვეთ. აქვე გეტყვით, რომ ინტერის გარდა ივანით მანჩესტერი და პსჟ-ც ინტერესდებიან.

 

რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა. ხორვატმა ბლაუგრანასთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა 51 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.