გოლდენ სტეიტი ფინალშია - მატჩის ტოპ 5 ჩაგდება [ვიდეო]

ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი მეტოქეს უცდის

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. ეს ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი გოლდენ სტეიტია, რომელმაც ნახევარფინალურ სერიაში ჰიუსტონი 4:2 დაამარცხა.

 

 

დასავლეთ კონფერენციის დაპირისპირება საბოლოო ჯამში ძალზედ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გოლდენ სტეიტი თავიდან 2:0 დაწინაურდა, შემდეგ ჰიუსტონმა შინაურ კედლებში სერიაში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მეხუთე დაპირისპირებაში გოლდენ სტეიტმა შინ იმარჯვა და ყველანი მეშვიდე გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინში იყო, მაგრამ NBA-ს მოქმედმა ჩემპიონებმა საქმე აღარ გააჯანჯლეს და მეტოქეს მეოთხედაც სძლიეს 118:113.

 

გოლდენ სტეიტი ფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს ელოდება, სადაც დენვერი პორტლენდს უპირისპირდება და იქ სერიაში ანგარიში 3:3 არის.