ჯადოქარი

ციციპასმა მეფე გააშიშვლა

„არ მინდა ნადალთან კიდევ ზედიზედ 10-ჯერ წავაგო. ვფიქრობ და ვერ გამიგია, როგორ ახერხებს ფედერერი რაფას დამარცხებას. მე და მას ხომ თითქმის ერთნაირი სათამაშო სტილი გვაქვს“ - ეს სიტყვები ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში, ნადალთან განადგურების შემდეგ სტეფანოს ციციპასმა პრესკონფერენციაზე წარმოთქვა.

 

მაშინ ბერძენი ჩოგბურთელი თითქოს დეპრესიაში ჩავარდნილს ჰგავდა, რადგან ნადალმა მართლაც რომ საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. რევანში ადრე თუ გვიან შედგებოდა, რადგან ციციპასი ყოველდღიურად პროგრესირებდა. ზედიზედ 10-ჯერ წაგების რა მოგახსენოთ, მაგრამ 3 მარცხის შემდეგ, რომელთაგან ორი ფინალური დაპირისპირება გახლდათ, ციციპასმა ნადალს მისსავე ტერიტორიაზე მოუგო.

 

დიახ, მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში გრუნტის მეფე ჯადოქარმა დაამარცხა. სხვა სიტყვით 20 წლის ციციპასის არაჩვეულებრივი თამაშს ვერ შევაფასებთ. რაფამ, მიმდინარე სეზონში გრუნტზე უკვე მესამე მატჩი წააგო. 

 

თითქმის ორსაათნახევრიან თრილერში ციციპასმა ნადალს სამ სეტში 6:4, 2:6, 6:3 აჯობა და მადრიდის მასტერსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.