დაუშვილის გუნდი ქვემოთ დაეშვა

ბუბა დაუშვილის ჰალადაში უნგრეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

ქართველის გუნდმა ბოლოსწინა ტურში მეზიოკოვესდთან 0:1 წააგო და ბოლო ადგილზე დარჩა. დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ჩემპიონატში სულ 17 მატჩი მოუგროვდა. ის სეზონის დასაწყისშივე არ ყოფილა ჰალადაშში, მერე შეუერთდა.

 

სხვათა შორის, ბუბას თანაგუნდელია უნგრეთის ნაკრების ყოფილი მეკარე გაბორ კირაი. უკვე 43 წლისაა. სწორედ ჰალადაშში დაიწყო კარიერა და წლეულს ამთავრებს... გვახსოვს ჰერტადან, მიუნხენ 1860–დან, კრისტალ პალასიდან.

 

დაუშვილს რაც შეეხება, სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას. სად, ჯერ უცნობია. ბუბა 30 წლისაა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი აქვს ჩატარებული.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.