რომი დაცულია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უხერხული მეტოქე დაამარცხა

რევანში აღებულია. როგორც იქნა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარტონ ფუჩოვიჩი დაამარცხა. ქართველ მეჩოგნეს უნგრელთან ბოლო პერიოდში ძალზედ არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებდა, რამეთუ ფუჩოვიჩს ზედიზედ 2 მატჩი ჰქონდა მოგებული. ბოლოს, უნგრელმა ჩვენებურს მონტე-კარლოს მასტერსის პირველ წრეში აჯობა.

 

რევანში კი რომის მასტერსზე შედგა, რომლის საპრიზო ფონდიც 5,791,280 ევრო გახლავთ, ხოლო ბასილაშვილი მე-14 ნომრად არის განთესილი. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ორ სეტში 6:1, 7:6 მოუგო და პროგრამა მინიმუმი შეასრულა, რაც რომის მასტერსზე ქულების დაცვას გულისხმობს. შარშან, ბასილაშვილი აღნიშნულ მასტერსზე 1/16 ფინალში გავიდა და იქ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

 

ბასილაშვილისთვის ეს გამარჯვება ფსიქოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ ბოლო დროს აშკარად არასახარბიელო ფორმაშია და გრუნტის ტურნირებზეც  სათანადოდ ვერ გამოიყურება, თუმცა იმედია, რომის მასტერსი ქართველისთვის წარმატებული გამოდგება.

 

მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მიხაილ კუკუშკინსა და ლასლო დიერეს შორის გამარჯვებული იქნება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.