შტურმს კიტეიშვილის გოლი არ ეყო (ვიდეო)

ქართველი შემტევის მორიგი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში (ვიდეო)

ავსტრიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში, გრაცის შტურმი, რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს, ვენის აუსტრიას უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, იგი 90 წუთი გაისარჯა. რაც ყველაზე მთავარია ჩვენებურმა მშვენიერი გოლი გაიტანა. ანგარში 0:0 იყო, როცა ოთარმა 29-ე წუთზე სტუმრებს შეუგდო.

 

კიტეიშვილმა ამ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და მე-3 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური ავსტრიელებს წინა წლის ზაფხულში თბილისის დინამოდან შეუერთდა. რაც შეეხება შტურმს, გრაცელებს 24 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.