ჩემპიონს კარის და კლეის სამუდამოდ შენარჩუნება სურს

გოლდენ სტეიტის მფლობელს სურს, რომ ლიდერებმა კარიერა მის გუნდში დაასრულონ

გოლდენ სტეიტ ვორიორსის მფლობელ ჯო ლეიკობს სურს, რომ მოქმედი ჩემპიონის გამთამაშებელმა სტეფ კარიმ და დამცველმა კლეი ტომპსონმა კარიერა მეომართა რიგებში დაასრულონ. ამაზე ოქროს შტატელთა მესვეურმა ჰიუსტონთან დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გამარჯვების (4:2) შემდეგ ისაუბრა.

 

„უეჭველია, რომ გვსურს სტეფმა და კლეიმ მთელი კარიერა გოლდენ სტეიტში გაატარონ. ეს ჩვენი მიზანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ“,-თქვა ლეიკობმა.

 

ორივე კალათბურთელი NBA-ს დრაფტზე არჩევის დღიდან სან-ფრანცისკოელთა შემადგენლობაში ირიცხება. 2017 წელს, კარიმ ორაკლ არენას ბინადრებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რა დროშიც 3-ქულიანების ვირტუოზი 210 მილიონ ევროს მიიღებს.

 

 

რაც შეეხება ტომპსონს, მას მეომრებთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. ხელმძღვანელობა 29 წლის კალათბურთელთან 5-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს, რაშიც მათ 188 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

 

 

კარიმ და კლეიმ ერთად ბოლო 4 წელიწადში სამჯერ საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვეს, ერთხელ კი სუპერფინალში დამარცხდნენ (კლივლენდთან 2016 წელს). 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.