ჩემპიონი ლუქსემბურგშიც გვყავს

ლევან ყენია ლუქსემბურგის ჩემპიონი გახდა. ბოლოსწინა ტურში დუდელანჟმა ჰოსტერტს 4:3 მოუგო და პირველი ადგილი გაინაღდა. 

ყენიას არ უთამაშია, რადგან ტრავმა ჰქონდა. უკვე მოირჩინა და შესაძლოა, ბოლო ტურში გამოვიდეს მინდორზე.

 

11 მატჩი ჩემპიონატში და 1 გოლი – ასეთია ყენიას მოკლე სტატისტიკა ჩემპიონატში, პლუს, ევროპა ლიგაზეც ითამაშა. დუდელანჟი, როგორც იცით, ევროპა ლიგის ჯგუფში გავიდა, სადაც მეტოქეებად მილანი, ბეტისი და ოლიმპიაკოსი ჰყავდა. ბოლოზე გავიდა, მაგრამ ლუქსემბურგის გუნდი რომ ასე შორს გავიდა, უკვე მიღწევაა. ამ პატარა ქვეყანაში საფეხბურთო პროგრესია, ნაკრებსაც შეეტყო, ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთს სტუმრად 0:0 ეთამაშნენ.

 

ყენიას ძველ ამბებზე აღარ დავწერთ. ყველამ იცის, რა ტალანტი გვყავდა. 16 წლის ასაკში ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, მერე შალკეშიც კარგად დაიწყო, ერთი პერიოდი ივან რაკიტიჩი სკამზე იჯდა და ყენია მოედანზე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმებმა არ მოასვენა.

 

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ყენია ლუქსემბურგის გუნდში ითამაშებდა? იქაც გვყავს ჩემპიონი...

 

ლუქსემბურგის ჟენესშია ლაზარე კუპატაძე, რომელიც შარშან საქართველოს ჩემპიონი გახდა საბურთალოში, თანაც, კაპიტანი იყო. კუპატაძის გუნდი მესამე ადგილზეა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.