ტოჩის ზედიზედ მეორე [ვიდეო]

ქართველმა სუმოისტმა მეტოქე ჰაერში აიტაცა და დოჰიოდან ისე გადადგა

სუმოს მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ტოკიოში, „კოკუგიკანის“ დარბაზში, რომელიც სპორტის ამ სახეობის მექად მიიჩნევა, წლის მესამე სუპერტურნირი - ნაცუ ბაშო დაიწყო, სადაც უკვე მეორე დღის ბრძოლები გაიმართა.

 

რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივართა მთავარი იმედი ლევან გორგაძეა, რომელმაც ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ტოჩინოშინს ნაცუ ბაშოზე მეტად მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაჭრელი. მან ოძეკის წოდება უნდა დაიბრუნოს, საამისოდ კი მინიმუმ 10 მოგებაა საჭირო.

 

 

დღეს, ტოჩინოშინმა ამ მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ქართველი სუმოისტის მეტოქე დაეიშო გახლდათ, რომელთანაც ჩვენებურს დადებითი ბალანსი აქვს - 5:1. ტოჩინოშინმა იაპონელი სუმოისტი ამჯერადაც ბრწყინვალე სტილში დაამარცხა. მან დაეიშო ჰაერში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა.

 

ამრიგად ტოჩინოშინმა აქტივში ზედიზედ მეორე მოგება ჩაიწერა, ხვალ კი მისი მეტოქე ოკინოუმი იქნება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.