კავაის კანადური სიგიჟე (VIDEO)

ტორონტო ისტორიაში მეორედ კონფერენციის ფინალშია

"ეს დიდებული მომენტი იყო. სიგიჟე, ის, რაც აქამდე არასდროს გამომიცდია. ამ მომენტით ტკბობა საუკეთესო გრძნობაა",- ამბობს კავაი ლეონარდი - არანორმალური კაცი. აბა, ჩვეულებრივი მოკვდავები იმას ვერ ახერხებენ, რაც ტორონტოს ფორვარდმა შეძლო.

 



რაპტორსი ფილადელფიასთან დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ, მეშვიდე მატჩს თამაშობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე, 27 წლის კალათბურთელი კანადურ კლუბს მხსნელად მოევლინა. კავაიმ ბურთი წამოიღო და ტაბლოზე დროის გაწითლების პარალელურად, პერიმეტრიდან ცივსისხლიანივით ესროლა. ფარზე ტრიალის შემდეგ, ბურთი ბადეში ჩაეშვა და კანადურმა გუნდმა კონფერენციის ფინალის საგზური ისტორიაში მეორედ მოიპოვა. 

 

 



თუმცა, ტორონტოს MVP-ს გარჯა მხოლოდ გამარჯვების მომტანი ქულა როდი იყო. ისევე, როგორც მთელი სეზონისა და ფლეი ოფის განმავლობაში, კავაი ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო და 41 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

90:92 წაგებულ მატჩში, სტუმრებს ორმაგი დუბლის შემსრულებელმა ჯოელ ემბიჯიდმა ულიდერა. სენეგალელმა კალათბურთელმა აქტივში 21 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ეს NBA-ს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა კონკრეტულმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეშვიდე მატჩი "ბაზერით" მოიგო.



მაშ ასე, ტორონტო ფინალშია, მეტოქედ კი რეგულარული გათამაშების გამარჯვებული მილოუკი ბაქსი და იანის ანტეტოკუმპო ელოდება. ფინალური სერია 16 მაისს, მილოუკიში დაიწყება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.