ნოლემ გაასამა

სერბი ჩოგბურთელი ნადალს გაუთანაბრდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის ჩემპიონია. სერბმა ჩოგბურთელმა ესპანეთის დედაქალაქში მესამედ იჩემპიონა. ნოლეს, მადრიდში აქამდე 2011 და 2016 წლებში მოეგო.

 

ჯოკოვიჩი მადრიდში რა თქმა უნდა ფავორიტის რანგში ჩავიდა და გულშემატკივრებიც კიდევ ერთხელ გაახარა. ფინალში მან უნიჭიერეს სტეფანოს ციციპასს ორ სეტში 6:3, 6:4 აჯობა. ბერძენმა ჩოგბურთელმა ამჯერად ვეღარ იჯადოქრა. ნახევარფინალში ნადალთან გამარჯვებით გამოიფიტა და ჯოკოვიჩს ისე მედგრად ვეღარ დაუდგა. ციციპასმა მასტერსის ფინალი უკვე მეორედ წააგო.

 

რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩს, მან სეზონში მეორე, ხოლო კარიერაში  74-ე ტიტული მოიხვეჭა. მას, ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ ტიტული აღარ მოეგო და 3 თვის შემდეგ ნავსი მადრიდში გატეხა. 

 

ბოლოს კი ისიც ავღნიშნოთ, რომ ჯოკოვიჩისთვის ეს 33-ე მოგებული მასტერსია და ამით რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.