13 მაისამდე – უელსში ვეფხვი იდგა (+Video)

დღეს 13 მაისია, ქართულ ფეხბურთში ყველაზე ბედნიერი დღე. 38 წლის წინ ხომ თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო.

Leadersport–ზე ნახავთ სტატიასა და ვლადიმერ გუცაევის მონაყოლს „ერთი მატჩის ისტორია“–ში, ჩვენ კი 1981 წელს გამართულ ერთ კონკრეტულ მატჩზე დავწერთ და ვიდეოსაც შემოგთავაზებთ.

 

გერმანულმა კარლ ცაისმა, სანამ დინამოსთან 13 მაისს წააგებდა, გამოთიშა იტალიის რომა, ესპანური ვალენსია, უელსის ნიუპორტი და პორტუგალიის ბენფიკა. ოთხივეჯერ ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ გამოსარჩევი იყო მეოთხედფინალი: უელსის გუნდს შინ ვერ მოუგო (2:2) და სტუმრად 1:0 მოუგო ლოთარ კურბივაიტის პირველივე ტაიმში გატანილით.

 

და უბრალოდ ვიდეოში ნახეთ, რა ხდება, რა თამაშია, რამდენი საგოლე მომენტია და რა ბურთებს იღებს კარლ ცაისის მეკარე, 38 წლის გრაპენტინი. 1:1–ზე კარლ ცაისი ვარდებოდა, მაგრამ ზღაპარში მოიგო...

 

განსაკუთრებით შთამბეჭდავია გრაპენტინის სეივი ბოლო წუთზე.  

 

გრაპენტინი კარს ლამის ფარავდა და მაღალ ბურთებზე ვეფხვივით იყო. ამიტომაც ფინალში დინამოელები დაბლა ურტყამდნენ. ორივე ასეც გაუტანეს...