სუარესის შემდეგ კოუტინიოც

ბარსელონას პრობლემა არ ელევა

ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, ბარსელონას შემტევმა ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ ტრავმა მიიღო.

როგორც ესპანური გამოცემები წერენ, ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ხეტაფესთან შეხვედრაში ფეხის კუნთი დაიზიანა და დიდი ალბათობით 10 დღის გამოტოვება მოუწევს.

26 წლის ფეხბურთელი ბლაუგრანას ესპანეთის თასის ფინალში, ვალენსიას წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, თუმცა ივნისში მის სამშობლოში გასამართ კოპა ამერიკაზე ეროვნულ გუნდში სათამაშოდ მზად იქნება.

ბარსელონასა და ვალენსიას შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.

კოუტინიომ ამ სეზონში კატალონიური გრანდის მაისურით 53 მატჩში ითამაშა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. 






ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.