ნევილს ლუდით სავსე კათხა ესროლეს (+VIDEO)

მანჩესტერ სიტის ფანებმა გარი ნევილს აგინეს, უსტვინეს და ლუდით სავსე კათხა ესროლეს. ეს ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის ბრაიტონი–მანჩესტერ სიტის თამაშის დაწყებამდე.

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს და კომენტატორის კაბინაში ადიოდა, როცა სიტის ფანებმა დაინახეს. ნევილს ფეხბურთელობისას ქალაქელები რომ არ უყვარდა, რამდენჯერმე გამოუხატავს. ფანებსაც ახსოვდათ ეს ამბები... 

 

თუმცა ამ სეზონში გარიმ ღიად გამოაცხადა, რომ ურჩევნია, ჩემპიონატი სიტიმ მოიგოს, ვიდრე ლივერპულმა. ამან მაინც ვერ მოალბო ქალაქელთა ქომაგები.  

 

ისე, ნევილმა რეაქცია გამოამჟღავნა, ლუდის კათხა აიცილა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.