შიშველი ჩემპიონები

იოანა ვოლოში - მოიგო და გაიხადა

აქამდე თუ გაგეგონათ რამე ქალ ფრენბურთელთა იტალიური გუნდის "იმოკო ვოლეი კონელიანოს" შესახებ? საკმარისი აღმოჩნდა ერთი თამამი პიარსვლა და ახლა ამ გოგონებს მთელი მსოფლიო იცნობს. გუნდი სულ რვა წლისაა, მაგრამ რამდენჯერმე ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგის პრიზიორი გახდა, ამჯერად კი იტალიის ჩემპიონების მორიგი ტიტული მოიპოვეს.

გადამწყვეტი მატჩის შემდეგ გოგონებმა გასახდელში ფოტოსესია მოაწყვეს და საჩემპიონო თასთან ფოტოები აბსოლუტურად შიშვლებმა გადაიღეს. ჩემპიონებს შორის ყველაზე თამამი მაინც იოანა ვოლოში აღმოჩნდა, რომელმაც თასთან ჯერ პერსონალური ფოტო გადაიღო და მერე სოციალურ ქსელშიც ატვირთა.