სიმეონე: მას არასდროს დაივიწყებენ

ატლეტიკოს მწვრთნელმა კაპიტანი დააფასა 

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონე. გუნდის კაპიტნის დიეგო გოდინის მიმართ პატივისცემა გამოხატა. ურუგვაელი ცენტრალური მცველი როხიბლანკოს რამდენიმე დღეში დატოვებს და ახალი სეზონიდან მილანის ინტერის მაისურს მოირგებს.

"ფეხბურთელები ოდესღაც მიდიან,.ეს სპორტი ასეთია. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მათ მომავალში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვოთ.

იმის ნახვა, თუ როგორი მადლიერი ტოვებს გოდინი ატლეტიკოს, მაბედნიერებს, რადგან ვგრძნობ თუ როგორ გაიზარდა და გაერთიანდა გუნდი.

გოდინმა ადგილი ატლეტიკოს ლეგენდებს შორის დამსახურებულად მოიპოვა, ისევე როგორც ფერნანდო ტორესმა და გაბიმ. მას აქ არასდროს დაივიწყებენ",-თქვა არგენტინელმა თავკაცმა.

გოდინმა ვანდა მეტროპოლიტანოზე ბოლო მატჩი კვირას სევილიას წინააღმდეგ (1:1) ჩაატარა. 8 წლიან მადრიდულ კარიერაში მან არაერთი ტიტული, მათ შორის ლა ლიგა (1), კოპა დელ რეი (1), ესპანეთის სუპერთასი (1) და ევროპის ლიგა (3) მოიგო. 32 წლის მცველმა მეზეწრებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ორჯერ ითამაშა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.