ობამეიანგი: "ოქროს ბუცი" ჩემს ძმებთან გავინაწილე

არსენალის თავდამსხმელი ბომბარდირისთვის განკუთვნილ პრიზზე წერს

აწ უკვე დასრულებული პრემიერლიგის სეზონი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ისევე, როგორც საჩემპიონო მარათონში, ბომბარდირთა დავაშიც დიდი ბრძოლა გაიმართა და საბოლოოდ საუკეთესოს წოდება სამ ფეხბურთელზე განაწილდა. ინგლისის ჩემპიონატის "ოქროს ბუცი" მოჰამედ სალაჰმა, სადიო მანემ და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მიიღეს, რომლებმაც 22 გოლი გაიტანეს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარს თავად არსენალის თავდამსხმელიც აკეთებს.

"აფრიკელი და ამაყი ვარ! "ოქროს ბუცი" ჩემს ორ ძმასთან მო სალაჰთან და სადიო მანესთან გავინაწილე",-დაწერა გაბონელმა ფორვარდმა Twitter-ში.



აფრიკული სამეულის შემდეგ, მეოთხე ადგილზე კიდევ ერთი ლეგიონერი - არგენტინელი სერხიო აგუერო გავიდა (21). ინგლისელთაგან საუკეთესო ჯეიმი ვარდი იყო - ლესტერის თავდამსხმელმა მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.