ხარაიშვილის სამქულიანი (VIDEO)

ახალგაზრდა ქართველი შესანიშნავ ფორმაშია

შვედეთის ჩემპიონატის მერვე ტურში, გოტებორგმა ნორჩოპინგთან სტუმრად ითამაშა, 1:2 იმარჯვა და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

ასევე მიჯრით მესამე შეხვედრაში გაიტანა საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა გიორგი ხარაიშვილმა. თანაც, 22 წლის შემტევის მიერ დღეს შეგდებული ბურთი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ქართველმა ნახევარმცველმა თავისი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინა. ხარაიშვილს პირველმა მცდელობამ უმტყუნა, თუმცა დამატებაზე ზუსტი აღმოჩნდა და 83-ე წუთზე მასპინძელთა კარი აიღო.

 



რა გასაკვირია, რომ ხარაიშვილმა ზედიზედ მე-4 შეხვედრაში სრულად ითამაშა. ჩვენებურს მიმდინარე გათამაშებაში უკვეს 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა მოუგროვდა.

გოტებორგი 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ლიდერი მალმიოს წინააღმდეგ ჩაატარებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.