ტოჩიმ ზღვა გადალახა [ვიდეო]

ქართველმა სუმოისტმა ნაცუ ბაშოზე მესამე ბრძოლა მოიგო

ტოკიოში, სუმოში წლის მესამე სუპერტურნირი მიმდინარეობს, სადაც ჩვენებური ლევან გორგაძე ყოჩაღობს. ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე ბრძოლა მოიგო და მთავარ მიზანს - ოძეკის წოდების დაბრუნებას კიდევ უფრო მიუახლოვდა. შეგახსენებთ, ქართველ სუმოისტს მინიმუმ 10 გამარჯვება სჭირდება.

 

 

მესამე საშეჯიბრო დღეს კი მისი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი გახლდათ, რაც იაპონურად მზეს ნიშნავს. სასიხარულოა, რომ ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს შესანიშნავ სპორტულ ფორმაში შეხვდა და ტრავმის კვალი აღარ აჩნია, რაც ზედიზედ მესამე გამარჯვებითაც დასტურდება.

 

ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტამავაში იქნება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.