პსჟ-მ რეალის ტრიო მოინიშნა

საფრანგეთის ჩემპიონებს რეალიდან 3 ფეხბურთელის გადაბირება სურთ

როგორც ჩანს პსჟ ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვას აპირებს. La Parisen-ის ინფორმაციით, ფრანგებს რეალიდან 3 ფეხბურთელის გადაბირება სურთ. ტონი კროოსი, ისკო და გარეთ ბეილი ის მოთამაშეები არიან, რომლებზეც ლიგა 1-ის ჩემპიონებს აქვთ თვალი დადგმული.

 

არახალია, რომ პარიზელთა ნახევარდაცვაში პრობლემებია და კროოსიც ამის მოსაგვარებლად სურთ. ტუხელის გუნდი გერმანელს ტიაგო მოტას შემცვლელად მოიაზრებს. გარდა ამისა შეტევის გაძლიერებას ისკოთი და ბეილითაც გეგმავენ.

 

აქვე გეტყვით, რომ ფინანსების მოსაზიდად პსჟ-ს მესვეურები ედინსონ კავანისა და იულიან დრაქსლერის გასხვისებასაც აპირებენ.