17 წლის შემდეგ, ბათუმი ისევ ჩემპიონია

დიდი 10-ის ფინალი

ბათუმმა დიდი 10-ის ფინალში რუსთავის  ხარებს  36:11 სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

 

ზღვისპირელებს აქამდე საჩემპიონო თასი ორჯერ ჰქონდათ შემართული. მაშინ ამ ქალაქის გუნდი ‘დათვების’ სახელით გამოდიოდა და პირველი ტიტული 1999 წელს, ხოლო მეორე 17 წლის წინ, 2002 წელს მოიპოვა.

 

რუსთავის გუნდი ფინალში 25 წლის შემდეგ დაბრუნდა. მათ 1993 წელს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს, 1994 წელს ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ და ამჯერად მეორე ადგილი დაიბრუნეს.

 

ბათუმმა დიდი 10-ის მიმდინარე სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა, ფლეი ოფის ეტაპს საუკეთესო ფორმაში შეხვდა და  ხარებს, რომელთანაც რეგულარულ გათამაშებაში ორჯერ დამარცხდა, ორივე გადამწყვეტ მატჩში სოლიდური სხვაობით აჯობა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.