ზაფხული მოდის, ვენაში კი ცივა

თითოეული ფინალისტი ფულად სტიპენდიას მიიღებს

 

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) სემინარზე, რომელსაც ვენა 18-19 მაისს უმასპინძლებს, EOC-ის ვერსიით ზამთრის სახეობათა საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენს დაასახელებენ და მას პეტრა ნუროვსკის სახელობის პრემიას გადასცემენ.
 
13 პრეტენდენტიდან ხუთი ფინალისტი შეირჩა. მათ შორის არიან სარაევოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული შორტ-ტრეკში ატილა ტალაბოსი (უნგრეთი) და პეტრა რუსნაკოვა (სლოვაკეთი), სამთო მოთხილამურე მაგდალენა ეგერი (ავსტრია), სნოუბორდისტი ანიკა სოფი მორგანი (გერმანია) და ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ალექსანდრა ტრუსოვა.
თითოეული ფინალისტი ფულად სტიპენდიას მიიღებს. 
2016 წლამდე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები ვლინდებოდა ზაფხულისა და ზამთრის სპორტის სახეობათა წარმომადგენლებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ვლინდებიან ზაფხულისა და ზამთრის საუკეთესო სპორტსმენები.
პრემია დაწესდა პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პეტრ ნუროვსკის საპატივცემულოდ, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის სიახლოვეს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.