ანართოზისმა ქეცბაიას ვიდეო მიუძღვნა (ვიდეო)

51 წლის მწვრთნელი კვიპროსულ გუნდს უახლოეს დღეებში ჩაიბარებს

როგორც მოგეხსენებათ თემურ ქეცბაია ფამაგუსტას ანართოზისს ჩაიბარებს. ეს ამბავი უკვე ოფიციალურადაც გადაწყვეტილია და ჩვენებური საქმეს უახლოეს დღეებში შეუდგება.

 

მანამ სანამ ქეცბაია ყოფილ კლუბს დაუბრუნდება, ფამაგუსტელებმა მას ვიდეო მიუძღვნეს. ვიდეორგოლში ძირითადად იმ პერიოდის კადრებია, როცა ქეცბაიამ ანართოზისი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა.

 

არახალია, რომ გუნდს მალე თორნიკე ოქრიაშვილიც შეუერთდება. დიდია იმის ალბათობა, რომ ანართოზისში გიორგი ლორია და გიორგი ნავალოვსკიც ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტელებში უკვე თამაშობენ ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.