მსოფლიო გასოლის გარეშე

ესპანეთის ნაკრები ჩინეთში გასოლის გარეშე ჩავა

მილოუკი ბაქსის ცენტრი პოუ გასოლი ესპანეთის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

 

გამოცდილი კალათბურთელი ფეხის მძიმე ტრავმის შემდეგ სრულფასოვან მომჯობინებას ვერ ასწრებს, რის გამოც ჩინეთში ვერ გაემგზავრება.

 

წინა კვირაში ცნობილი გახდა, რომ გასოლი ფლეი ოფის დარჩენილ შეხვედრებში ვერ ითამაშებდა, ბოლო სამედიცინო ცნობა კი გაცილებით დრამატული აღმოჩნდა.

 

პოუ ჩვენი ლიდერი, ლეგენდა და გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წვერიც კია. მისი დაკარგვა საშინელებაა. დიდი ხნის შემდეგ პირველად, ნავაროს და გასოლის გარეშე ვითამაშებთ“,-თქვა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომ

 

გასოლს მარტში მარცხენა ფეხის წვივზე მცირე მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. ამ სეზონში მას საერთო ჯამში მხოლოდ 30 მატჩში აქვს ნათამაშები. ესპანელის მონაგარი 3.9 ქულას, 4.6 მოხსნას, 1.7 შედეგიან პასს ითვლის.

 

სხვადასხვა დროს, გასოლი ბარსელონას, მემფისის, ლეიკერსის, ჩიკაგოსა და სან ანტონიოს შემადგენლობაში გამოდიოდა. ლოს ანჯელესურ კლუბში 38 წლის კალათბურთელმა ორჯერ საჩემპიონო ბეჭედი მოიგო. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.