ჩემპიონი ფინალს ლიდერის გარეშე იწყებს

გოლდენ სტეიტს წინა სეზონების MVP კვლავაც ვერ დაეხმარება

 

გოლდენ სტეიტს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის დაწყება ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს. კევინ დურანტი, რომელმაც ტრავმა ჰიუსტონთან მეხუთე შეხვედრაში მიიღო, ტორონტოსთან პირველ მატჩს გამოტოვებს.

 

ბოლო ორი სეზონის ფინალების MVP როკეტსთან მეხუთე მატჩის ბოლო პერიოდში (104:99) დაშავდა. როგორც სამედიცინო შტაბში ამბობენ, კეი დი პარკეტს ბლეიზერსთან მეორე შეხვედრაში, 17 მაისს დაბრუნდება.

 

მოქმედი ჩემპიონის ლიდერმა ამ სეზონში საშუალოდ 39.1 წუთი ითამაშა და კალიფორნიელებს 34.2 ქულა, 5.2 მოხსნა, 4.9 პასი, 1.2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

 

მეორებმა ფლეი ოფის წინა ორ რაუნდში სერია ერთნაირი ანგარიშით - 4:2 დახურეს. ზედიზედ მეხუთედ სუპერფინალში გასასვლელად ოქროს შტატელებს პორტლენდის დამარცხება მოუწევთ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.