კავაი ისტორიაში მერვეა

ლეონარდის გარდა ასეთ შედეგს მხოლოდ შვიდმა კალათბურთელმა მიაღწია

 

კავაი ლეონარდმა ფილადელფიასთან მეშვიდე მატჩის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ისტორიაში მეორედ გაიყვანა.

 

გარდა ამ უმნიშვნელოვანესი „ბაზერისა“, ლეონარდმა იმ მატჩში 41 ქულა მოაგროვა. საინტერესოა, რომ კანადელთა ლიდერი მერვე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ფლეი ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში 40 ქულას უწია.

 

აქამდე ასეთი შედეგისთვის პოლ პირსის (41), მაიკლ ჯორდანს (42), კელვინ მერფის (42), ალენ აივერსონს (44), ჩარლს ბარკლის (44), ლებრონ ჯეიმსს (45) და სემ ჯონსს (47) მიუღწევიათ.

 

სუპერფინალის გზაზე რაპტორსს კიდევ ერთი ბარიერის გადალახვა მოუწევს და ეს რეგულარული გათამაშების გამარჯვებული, იანის ანტეტოკუმპოს მილოუკი ბაქსი იქნება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.