სეტ კარი: ეს ჩემი და სტეფის ოცნება იყო

დასავლეთ კონფერენციის ფინალში ერთმანეთს ძმები დაუპირისპირდებიან

 

პორტლენდის გამთამაშებელი სეტ კარი დასავლეთ კონფერენციის ფინალში თავის უფროს ძმასთან, სტეფთან და მის გოლდენ სტეიტთან დაპირისპირებაზე საუბრობს.

 

„ეს ჩემი და სტეფის ოცნებაა. კარიერაში პირველად ერთმანეთს ფლეი ოფის სერიაში ვხვდებით, თანაც ეს ფინალია. ჩვენი შეხვედრა ოჯახისთვის საამაყო იქნება. მეომრებთან მატჩებს მოუთმენლად ველი“,-თქვა. 28 წლის კალ კათბურთელმა ESPN-თან საუბრისას.

 

კარიერის განმავლობაში, ძმები ერთმანეთს 9-ჯერ, რეგულარულ გათამაშებაში დაუპირისპირდნენ. 7-ჯერ სტეფის გუნდმა მოიგო, თუმცა ბოლო ორივე შეხვედრაში სეტმა და პორტლენდმა იმარჯვეს.

 

სეტს NBA-ში 6 სხვადსხვა გუნდში უთამაშია, მაშინ როცა სტეფი კალიფორნიელთა ერთგულია და სამი საჩემპიონო ბეჭდის მფლობელიც გახლავთ.

 

სან-ფრანცისკოელებმა წინა რაუნდში ჰიუსტონი (4:2) დაამარცხეს, ხოლო პორტლენდმა დენვერ ნაგეთს (4:3) აჯობა. ოქროს შტატელები დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები ბოლო ოთხ გათამაშებაში გახდნენ, პორტლენდმა კი ფინალს 2000 წლის შემდეგ პირველად უწია.