ბასილაშვილის ჯერია

ქართველმა ჩოგბურთელმა რევანში აიღო 

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირის მერვედფინალშია. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა, 1/16-ფინალურ მატჩში, სერბ ლასლო ჯერეს ორ სეტში მოუგო, რევანში აიღო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

 

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს, რომელთანაც ერთი თვის წინ წააგო და 2015 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია, დღეს საათნახევარში - 7:5, 6:4 მოუგო.

 

ბასილაშვილმა მიმდინარე ტურნირზე კიდევ ერთ უხერხულ მეტოქე მარტონ ფუქსოვიჩის სძლია, შემდეგ რაუნდში კი რაფაელ ნადალსა და ჟერემი შარდის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ წყვილში ფავორიტად ცხადია „გრუნტის მეფე“ მიიჩნევა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.