მერებაშვილმა ვისლას მოაგებინა (VIDEO)

ქართველი შემტევის გოლით ვისლამ გვილიას გუნდთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და ექსტრაკლასაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

პოლონეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 36-ე ტურში, ექსტრაკლასაში დარჩენისთვის მებრძოლმა პლოცკის ვისლამ, ვაკო გვილიას ზაბრჟეს გორნიკს სტუმრად ეთამაშა და მეტოქე - 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი მეშვიდე წუთზე, გიორგი მერებაშვილმა გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 91 წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ერთი მეტოქე მოატყუა და მოჭრილი, შორეული დარტყმით მეკარე უშანსოდ დატოვა.



მერებააშვილმა მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი და ორი საგოლე გადაცემა მოაგროვა, ის გუნდის მესამე ბომბარდირია.

ვისლამ ამ გამარჯვებით 40 ქულა დააგროვა. პარალელურად, უშუალო კონკურენტმა ლეგნიცამ შლიონსკთან (0:2) წააგო და 32 წლის ქართველი ლეგიონერის გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ბოლო ტურში, ვისლა ბოლოადგილოსან სოსნოვიეცის ზაგლებიეს მიიღებს, რომლის რიგებშიც გიორგი გაბედავა და გიორგი ივანიშვილი ირიცხებიან. მინიმუმ ქულის აღების შემთხვევაში, მერებაშვილის გუნდი ექსტრაკლასაში ადგილს შეინარჩუნებს.



 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.