გრიზმანი: ატლეტიკოდან მივდივარ! (VIDEO)

ფრანგმა ვარსკვლავმა კლუბის დატოვების შესახებ ისაუბრა

მიუხედავად შარშან ზაფხულში კონტრაქტის 5 წლით გახანგრძლივებისა, როგორც ჩანს, ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოს მაინც ტოვებს.

ცოტა ხნის წინ, როხიბლანკოს Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კლუბს ემშვიდობება და გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"გადავწყვიტე, რომ წავიდე. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. წინ ახალი სირთულეები და გამოწვევები მელის, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ის, რაც მჭირდება.

ეს შესანიშნავი 5 წელი იყო. მადლობა ყველაფრისთვის. მუდამ ჩემს გულში იქნებით!",-ამბობს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ფეხბურთელი ვიდეოში.

 

 

 



როგორც ესპანური პრესა წერს გრიზმანი მეზეწრეებს ლევანტეს წინააღმდეგ ლა ლიგის ბოლო ტურში ჩასატარებელი შეხვედრის შემდეგ დატოვებს.

2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, ფრანგი ვარსკვლავი ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა რუსულ მუნდიალზე გამგზავრებამდე, გრიზმანმა მადრიდულ კლუბში დარჩენა არჩია. როგორც ჩანს, კატალონიელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს.

ბარსა ზაფხულში ატლეტიკოს 125 მილიონ ევროს გადაუხდის და გრიზმანს ახალი სეზონიდან დაიმატებს.

28 წლის თავდამსხმელი ატლეტიკომ 2014 წელა რეალ სოსიედადიდან გადაიბირა. მას მერე, გრიზმანმა მადირდელთა მაისურით 256 შეხვედრა ჩაატარა, 133 გოლი გაიტანა, კლუბის ისტორიაში მეხუთე ბომბარდირი გახდა, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო. 



ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.