ჩხეტიანი: შესაძლოა, შემდეგ მატჩამდე დავიშალოთ

ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, წყალტუბოში, ქუთაისის ტორპედო მოქმედ ჩემპიონ საბურთალოსთან - 2:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შემდეგ მატჩამდე, შესაძლოა ტორპედო დაიშალოს. ჩხეტიანის კომენტარი ტორპედოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"არსებული პრობლემების ფონზე, მოედანზე საბრძოლო ხასიათით ვერ გავედით. მიუხედავად ამისა, ჩემს ბიჭებს მადლობას ვუხდი იმ ყველაფრისთვის, რაც ამ პერიოდში მათ ტორპედოსთვის გააკეთეს.

ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ შემდეგ მატჩამდე შესაძლოა დავიშალოთ.

მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელიც ახლაც და ყოველთვისაც მხარდაჭერას გამოხატავს. შემდეგ შეხვედრამდე, ყველაფერი ცნობილი გახდება",-თქვა ჩხეტიანმა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტორპედოში ფინანსური პრობლემები იყო, რის გამოც გუნდი დაშლის საფრთხის წინაშეა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.