გაბედავამ არველაძის გუნდს გაუტანა (VIDEO)

ქართველი ლეგიონერის მორიგი გოლი პოლონეთის ჩემპიონატში

პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლოსწინა ტურში, უკვე დაქვეითებულმა სოსნოვიეცის ზაგლებიემ კორონა კიელცესთან საშინაო შეხვედრა - 2:4 დათმო და ზედიზედ მე-4 მატჩში დამარცხდა.

მასპინძელთაგან გატანილი მეორე გოლის ავტორი გიორგი გაბედავაა. 29 წლის თავდამსხმელი ზაგლებიეს ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ლეგიონერმა, 56-ე წუთზე, ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა.

გაბედავასთვის, რომელიც პოლონეთში ზამთარში გადაბარგდა, ეს მესამე გოლი იყო.

 



რაც შეეხება მასპინძელთა კიდევ ერთ ქართველ შემტევ გიორგი ივანიშვილს, ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა, კორონაში კი სათამაშოდ 26 წუთი მიეცა საქართველოს ნაკრების ახალწვეულ ვატო არველაძეს.

ბლლო ტურის წინ, ზაგლებიეს 28 ქულა აქვს და როგორც უკვე მოგახსენეთ, გავარდნილია, კორონა კი 47 ქულით გასავარდნ ზონაში მეორე ადგილზეა.

ისე კი, სასიამოვნო ფაქტია, რომ პოლონეთის ჩემპიონატში გოლს  + პასის სისტემით, ამ სეზონში ქართველმა ლეგიონერებმა (ვაკო გვილია, ლაშა დვალი, გიორგი გაბედავა, გიორგი მერებაშვილი, ვატო არველაძე და ლუკა ზარანდია)  უკვე 31 გოლში მიიღეს მონაწილეობა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.