თამაშ-თამაშ ტამავაშისთან [ვიდეო]

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

ეს უკვე სხვა საქმეა. ქართველი სუმოისტი აღარ ხუმრობს და ნაცუ ბაშოზეც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. სასიხარულოა, რომ ტოჩინოშინი წლის მესამე სუპერტურნირს იდეალურ ფორმაში შეხვდა, რაც ნაჩვენები შედეგებითაც დასტურდება.

 

 

ლევან გორგაძის მეტოქე ექს-სეკივაკე ტამავაში გახლდათ. მონღოლი სუმოისტი მარტივი დასამარცხებელი არავისთვის არის. მართალია, ტოჩინოშინს მასთან დადებითი ბალანსი აქვს, თუმცა 10-ჯერ კი დამარცხებულა.

 

დღეს კი ქართველმა სუმოისტმა ტამავაში მეთვრამეტედ დაამარცხა. ოძეკის წოდების დასაბრუნებლად მინიმუმ 10 ბრძოლის მოგებაა საჭირო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.