ძმებში უკეთესი სტეფი აღმოჩნდა

გოლდენ სტეიტმა დასავლეთის ფინალი გამარჯვებით დაიწყო 

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალი მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტმა გამარჯვებით დაიწყო. ორაკლ არენაზე გამართულ შეხვედრაში, ოქროს შტატელებმა პორტლენდი მიიღეს და იოლად - 116:94 მოუგეს.

გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კალიფორნიული გუნდის გამთამაშებელ სტეფ კარის. კევინ დურანტის არ ყოფნაში, NBA-ს ორგზის MVP-მ გუნდის ლიდერობა სრულად გადაიბარა და 36 ქულით, 7 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო.

რაც შეეხება ბლეიზერსს, ამ გუნდის რიგებში საუკეთესო კვლავაც დამიან ლილარდი იყო. პორტლენდის თილისმამ მეტოქის კალათში 19 ქულა ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ მოხსნა და 6-ჯერ ქულა თანაგუნდელს ააღებინა.

მორიგი ორმაგი დუბლი იყო დრეიმინდ გრინის ანგარიშზე. სან-ფრანცისკოელთა მძიმე ფორვარდმა 12 ქულას, 10 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ფინალური სერია ისტორიაში  პირველი იყო, როცა ორმა ძმამ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშა - სეტ კარიმ პორტლენდს 3 ქულა, ამდენივე მოხსნა და 2 პასი შესძინა.

სერიაში შემდეგი მატჩი 17 მაისს, კვლავაც ორაკლ არენაზე გაიმართება - მეომრებს მოედნის უპირატესობა აქვთ. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.