ბელგრადი კენდოს უმასპინძლებს

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას

24-26 მაისს, ბელგრადში, სტარტს აიღებს ევროპის 29-ე ჩემპიონატიკენდოში, სადაც პირველად კავკასიის ქვეყნებიდან, მხოლოდ საქართველოს კენდოს ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სერბეთის დედაქალაქში ორი ასაკობრივი (იუნიორები და უფროსები) კატეგორიის 10 სპორტსმენი გაემგზავრება.

 

საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის ქვეყნების კენდოს ფედერაციების გენერალურ ასამბლეაში. მას ჩაატარებენ საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების უმაღლესი წარმომადგენლები და დაამტკიცებენ ჩემპიონატის ახალ რეგულაციებს, ასევე მიიღებენ სხვადასხვა დადგენილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კენდოს უფრო მეტ განვითარებას ევროპაში.

 

26 მაისს გაიმართება ჩემპიონატის დახურვის ცერემონია და მონაწილეთა დაჯილდოება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.