დე როსის რიგი დაუდგა

იტალიელს ჩემპიონები ეპატიჟებიან

დანიელე დე როსი რომაში ბოლო დღეებს ატარებს. იტალიელი საყრდენი სეზონის დასრულების შემდეგ ჯალოროსის დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.

 

ასაკის მიუხედავად 35 წლის ფეხბურთელი კარიერის დასრულებას არ აპირებს. ამით სარგებლობას რამდენიმე გუნდი გეგმავს. გამოცდილი საყრდენის საკუთარ რიგებში ხილვა მანჩესტერ სიტის, პსჟ-ს, ბოკა ხუნიორსსა და ნიუ იორკ სიტის სურთ. აღნიშნული ცნობა Tutto Mercato-დან შევიტყვეთ. ამ თემასთან დაკავშირებით ფეხბურთელის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

დე როსი რომაში 2001 წლიდან თამაშობს. დედაქალაქელთა მაისურით მან 615 მატჩი ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.